გორში მეზობელმა ქალმა 80 წლის მოხუცი თავში შეშის ჩარტყმით მოკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 80 წლის ქალბატონი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო დაზიანება შეშის ნაჭრით, მეზობლად მცხოვრებმა ქალბატონმა მიაყენა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები