“სემეკი” გორში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სს „საქორგგაზის“ გორის სერვის-ცენტრის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ კომისიაში უკვე დაწყებულია საკითხის მოკვლევა. ხვალ, 5 იანვარს, დაგეგმილია კომისიის წარმომადგენლებისა და ენერგოომბუდსმენის ქ. გორში ჩასვლა და არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა. კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაიცვას მომხმარებელთა უფლებები.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები