“შეუფასებელია პატრიარქის 40-წლიანი ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებასა და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში”

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ 85 წლის იუბილეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.
შეუფასებელია მისი 40-წლიანი ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებასა და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში.
ვუსურვებ დიდხანს, ძველებური შემართებით, სიბრძნით და მოყვასისადმი სიყვარულით ეზრუნოს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის”,- ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები