ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილემ მარინა გელანტიამ აღნიშნა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი ამჟამად პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება.
”პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოთავსებულია პოსტოპერაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება პაციენტის გაწერას, ეს მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ვვარაუდობთ, რომ ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება”, – განაცხადა მარინე გელანტიამ.
„კვირას“ ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, თემურ დათიკაშვილი მუცლის არეში ტკივილებით სასჯელაღსრულების სამინისტროს დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თიაქარის ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები