რას აცხადებს პატარა ბიჭუნას დედა ვიდეოზე, სადაც ბავშვი სიგარეტს ეწევა

ორი შვილის დედა, რომლის მცირეწლოვან შვილს სტუმრები აიძულებენ სიგარეტი მოწიოს, აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და აღნიშნული მან დღეს ტელევიზიით შეიტყო.
მისივე თქმით, ამ ყველაფერზე ეღიმება.
როგორც დედა აცხადებს, ახალი წლის ღამეს, საკუთარ შვილს, სტუმრებიდან ერთ-ერთმა, სიგარეტი „ერთჯერადად“ გაასინჯა, ყველაფერი მობილურით გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.
„ჩემი ქმარი და მისი თანამშრომლები ახალი წლის ღამეს შეიკრიბნენ და სვამდნენ. უბრალოდ, ბავშვმა მოინდომა, რომ სიგარეტი ხელში აეღო და ხუმრობის თვალსაზრისით, ერთჯერადად გაიხუმრა. მე არაფერი ვიცოდი, მეორე შვილი მყავს, 6 თვის ჩვილი და იმას ვუყურებდი. ეს ამბავი კი ტელევიზიით გავიგე. დღეს დილით ავდექი და ჩავრთე თუ არა, ჩემი შვილის კადრები ამოვარდა. გავგიჟდი, რა ხდება-მეთქი, არაფერი ვიცოდი. ეს ყველაფერი ჩემი ქმრის თანამშრომელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში დადო“, – აცხადებს ორი შვილის დედა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ახალი წლის ღამეს ერთ-ერთ ოჯახში მისული სტუმრები პატარა ბიჭუნას სიგარეტს სთავაზობენ და შემდეგ აწევინებენ.
აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახის მოძებნა დაიწყო.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თავდაპირველად მოხდება ოჯახის იდენტიფიცირება, შემდეგ კი მოკვლევის პროცესში სოცმუშაკებიც ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები