ეუთო-ს დამკვირვებლი: ტუალეტშიც კი თვალახვეული გავყავდით

   ეუთო-ს გათავისუფლებული დამკვირვებლები ბერლინში ჩავიდნენ. როგორც ერთ-ერთი დაკვირვებელი, ჩეხეთის არმიის წარმომადგენელი იოზეფ პრშეროვსკი აცხადებს, მათ ცივ და ბნელ სარდაფში ამყოფებდნენ.
“ყველაზე ცუდი ტყვეობის პირველი 8 თუ 10 საათი იყო, როდესაც ტუალეტშიც კი თვალახვეული გავყავდით. ოთახი, სადაც ვიმყოფებოდით, 15-30 მეტრი იყო და ძალიან ციოდა. ვერ ვიძინებდით”, – განაცხადა პრშეროვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის სამხედრო ექსპერტები პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა სლავიანსკში 3 მაისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები