მთავარეპისკოპოსი ეფრემი: შობას პატრიარქი სამების ტაძარში იქნება

ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, ეფრემ გამრეკელიძემ უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და შობას სამების ტაძარში იქნება.
“პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს და შობას სამების ტაძარში იქნება, სადაც გავრცელდება მისი საშობაო ეპისტოლეც”,- განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
მისივე თქმით, პატრიარქის ექიმების მიერ, კონსილიუმის მოწვევის შესახებ, მას ინფორმაცია არ აქვს.
საპატრიარქოში, პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეხვედრა დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები