პატრიარქის ექიმი: უწმინდესის თქმით, მისი დაბადების დღის ზარ-ზეიმით აღნიშვნის დრო და საშუალება არ არის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თვალის ექიმმა, მანანა შეროზიამ საპატრიარქოში, პატრიარქის საიუბილეოდ გასამართ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პატრიარქმა მისი დაბადების დღის აღნიშვნა ზარ-ზეიმით არ ისურვა, რადგან მიაჩნია, რომ ამის დრო და საშუალება არ არის.
მან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„უწმინდესმა თქვა, რომ ამის დრო და საშუალება არ არის, რომ ზარ-ზეიმით აღვნიშნოთ მისი დაბადების დღე. მხოლოდ ეს იყო მიზეზი. უწმინდესმა უარი თქვა პომპეზური დაბადების დღის აღნიშვნაზე და მოკრძალებულად მივულოცავთ“, – განაცხადა მანანა შეროზიამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან.
პატრიარქს იუბილე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ, თსუ-ის რექტორმა გია შარვაშიძემ და სხვა პირებმა უკვე მიულოცეს. შეხვედრები მედიისთვის დახურულია. საპატრიარქოში, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც ელოდებიან, რომლებიც უწმინდესს იუბილეს მიულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები