წალენჯიხის ქუჩაზე ძაღლის დაშავების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ

თბილისის მერია ისნის რაიონში, წალენჯიხის ქუჩაზე დაშავებული ძაღლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“4 იანვარს, ღამის საათებში, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, ისნის რაიონში, წალენჯიხის ქუჩაზე, მძიმედ ტრავმირებული, მომაკვდავი ძაღლი იმყოფებოდა.

ადგილზე სააგენტოს მობილური ჯგუფი მალევე გამოცხადდა, რომელმაც ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანა. მთელი ღამის განმავლობაში, ძაღლს ოპერაცია და შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. თავშესაფრის ვეტპერსონალის ძალისხმევით, მისი გადარჩენა მოხერხდა.

ცხოველი ამჟამად, რეაბილიტაციას გადის და ვეტექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული აქვთ”,- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები