ორთაჭალაში, სროლის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ორთაჭალაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, ბერძნის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა 7 გასროლა განახორციელა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.
დაჭრილი „ნიუ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 19-108 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) არის დაწყებული.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები