თბილისის საკონცერტო დარბაზში გრეგორი პორტერის საახალწლო კონცერტი გაიმართება

12 იანვარს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, გრეგორი პორტერი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრსა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარდგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს იქნება „გრემის“ ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზვოკალისტის, სოულისა და გოსპელის გენიალურ შემსრულებლის − გრეგორი პორტერის საახალწლო კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას ასევე მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. მსმენელს ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შეექმნება.
22 დეკემბერს ბილეთების ძირითადი ნაწილი გაიყიდება მხოლოდ SOLO კლიენტებისთვის.
28 დეკემბერს დარჩენილი ბილეთები გაიყიდება ყველა მომხმარებლისთვის.
კარი გაიღება 19:00 საათზე. კონცერტი SOLO-ს და Eastern Promotions-ის ორგანიზებით იმართება და მოისმინოთ ისეთ ჰიტებს, როგორიცაა: L-O-V-E, Smile, The Christmas Song .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები