მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ სასამართლოში იმ ორი დეპუტატიდან, რომელიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგა, მხოლოდ ერთი გამოცხადდა. პროცესზე დასასწრებად დეპუტატი იური დერევიანკო მივიდა, ვიტალი კუპრი კი გზაში იმყოფებოდა.

კიევის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვა 11 იანვარს, ადგილობრივი დროით 13:10 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები