დავით სერგეენკო: დღეს გადაწყდება თემირლან მაჩალიკაშვილს გადაიყვანენ თუ არა სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად, წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში მივიდა.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“დღეს ჩატარდა მორიგი კონსილიუმი და კონსულტაცია მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა. საკუთრივ ნეიროქირურგიული ჩარევის დროს რაც უნდა გაკეთებულიყო ცალსახად, გაკეთებულია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მთელი აქცენტი ახლა არის რეანიმაციულ მოვლაზე, რომ პოტენციური გართულებები იყოს თავიდან აცილებული”, –აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღის ბოლოს კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადაიყვანენ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში.

„შუადღეს კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიქნებით ჩამოყალიბებული. საბოლოო გადაწყვეტილება გამოიხატება იმაში, რომ მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს განცხადებით, მკურნალობა სამინისტროს სრული პატრონაჟით ტარდება და დაფინანსებაც სახელმწიფოს სახსრებით ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები