თეატრალური დასი „ფიროსმანი“ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პრემიერას გამართავენ
26 იანვარს, გორში, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ინვალიდობის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა“ გამართავს სპექტაკლის პრემიერას, რომელშიც მონაწილეობენ: თბილისის ახალგაზრდული თეატრალური დასი “ფიროსმანი“ და ორგანიზაციასთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სპექტაკლი გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ღონისძიების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიქტორ ქარქიშვილი ავრცელებს.