„მზადყოფნას გამოვთქვამ, გავმართოთ კონსულტაციები ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე“

მზადყოფნას გამოვთქვამ, გავმართოთ კონსულტაციები ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებაშია ნათქვამი.

„მინდა გამოვეხმაურო აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში გაჟღერებულ ინიციატივას და როგორც საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გამოვთქვა მზადყოფნა გავმართოთ კონსულტაციები ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს. მზად ვართ, უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრის ორგანიზებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხია. გამოვთქვამთ რწმენას, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, აზერბაიჯანელ კოლეგებთან განვიხილოთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი”,–აცხადებს ზვიად ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები