ნინო ლომჯარია: ცდას არ დავაკლებთ, რათა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყანა გახდეს

ცდას არ დავაკლებთ, რათა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ქვეყანა გახდეს, სადაც ყველა მოქალაქეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნება – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

„გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ახალ ენერგიას, ახალ ემოციებს; ყველა იმ სიკეთეს, რაც ამ დიდი იმედით სავსე დღესასწაულს მოაქვს. მინდა ჩვენს გულებში მშვიდობამ, თანადგომამ, ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა დაისადგუროს. 20 წელზე მეტია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თქვენს გვერდით დგას და დაჩაგრულთა, მსხვერპლთა, დევნილთა, უსახლკაროთა, კონფლიქტით დაზარალებულთა თუ სხვაგვარად ღირსებაშელახულთა უფლებებს იცავს. მინდა გაგამხნევოთ და დაგპირდეთ, რომ ცდას არ დავაკლებთ, რათა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ქვეყანა გახდეს, სადაც ყველა მოქალაქეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნება“, –აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები