დავით კოდუას ოპერაციას უკეთებენ
საუნივერსიტეტო კლინიკაში დავით კოდუას ოპერაციას უკეთებენ. ახლობლების ინფორმაციით, კოდუას ქირურგიული ჩარევა ყბა-სახის არეშე უტარდება. კლინიკასთან შეკრებილები არიან დავით კოდუას ოჯახის წევრები და ახლობლები. ასევე კლინიკასთან იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირმა ნადირაშვილი, ეკა ხერხეულიძე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია.
ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოში დღეს, დაახლოებით, 15.00 საათზე მოათავსეს, მოგვიანებით კი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
დავით კოდუას ნაშუადღევს აბაშიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, კოდუას რამდენიმე ნიღბიანი პირი დაესხა თავს.