პანკისში დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პანკისში დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გორკანაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, იგი ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ზურაბ გორნაკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ ზურაბ გორნაკაშვილი ერთადერთი ბრალდებულია, რომლის სასამართლო პროცესი, 4 დაკავებულს შორის, ცალკე გაიმართა, თუმცა, ამის მიზეზი ადვოკატმა არ იცის.
„სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და მის მიმართ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა. მისი პოზიცია იყო, ამ ეტაპზე გირაო შეფარდებულიყო. მეტ დეტალებზე არ უსაუბრია,“- განაცხადა ირაკლი ბენიამ.
პანკისში დაკავებული დანარჩენი 3 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე, სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები