პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შეეგად დაკავებული პირების მიმართ სასამართლო ხვალ იმსჯელებს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. დაკავებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის დაფინანსებას ან ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ედავება.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები