ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსს ზაზა ჯამატაშვილს პასუხობს.

როგორც ოფიციალურ მიმართვაშია აღნიშნული, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„თქვენი შაუმდგომლობის საფუძველზე გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა მსჯავრდებულებს მერაბიშვილი ივანე სერგოს ძეს.

გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ მსჯავრდებულებს და განუმარტოთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობით განცხადების საფუძველზე გადაეგზავნებათ აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილ ვადაში.

პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, ან/და თუ არსებობს რომელიმე განსაკუთრებული გარემოება. InterPressNews.Ge

მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში“, – აღნიშნულია საბჭოს წერილში.

აღნიშნულ წერილს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ავრცელებს. წერილში მეორე პირზეც არის საუბარი, რომლის გვარიც დონაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში წაშლილია და არ იკითხება.
ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ/მ N6).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები