დავით კოდუა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს
დავით კოდუა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ევგენი ნიკოლაშვილმა დაზარალებულის ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანის შემდეგ განუცხადა. ევგენი ნიკოლაშვილის თქმით, კოდუას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.
“საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც ახლობლების მოთხოვნის საფუძველზე გადაყვანილია მაღალი სტანდარტების ტექნოლოგიების ცენტრში. მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება. ასევე აღენიშნება ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მრავლობითი ზედაპირული ტრავმები სახისა და თავის არეში. მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ევგენი ნიკოლაშვილმა.