„ჩვენ, თქვენთან ერთად, შევიმუშავებთ ქუთაისის განვითარების გეგმას“

   ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს დიდი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს დიდი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია. ქუთაისელ ახალგაზრდებს ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ, რომ განვითარდნენ, დაისვენონ, გაერთონ, საკუთარ ქალაქში შეძლონ შესაძლებლობების რეალიზება.
ჩვენ, თქვენთან ერთად, შევიმუშავებთ ქუთაისის განვითარების გეგმას, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ქუთაისის სამრეწველო პოტენციალს, აუცილებლად გამოვიყენებთ იმ საინჟინრო კორპუსს, რომელიც კიდევ იტყვის თავის სიტყვას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისელ ახალგაზრდებს ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ იმისათვის, რომ განვითარდნენ, დაისვენონ, გაერთონ, საკუთარ ქალაქში შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება.
იმერეთი მდიდარია კულტურულ-ისტორიული ძეგლებით და ამიტომ ძალიან სერიოზული პერსპექტივა აქვს ტურიზმის განვითარებას. მთავრობა ამაში ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს, რადგან ეს ყველაფერი ქუთაისისა და თითოეული ქუთაისელის და იმერეთის მკვიდრის ბიუჯეტზე აისახება, გაზრდის თქვენს შემოსავლებს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ეკოლოგიაზე ზრუნვას. გარემო უბრალოდ მიწა და წყალი არ არის, ეს მიწა-წყალი ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად დაგვიტოვეს და ჩვენამდე მოიტანეს. მასზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია. ვიცი, ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას იმერეთში – ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში – და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ.
ჩვენ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად უნდა ვიზრუნოთ, ერთიანი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ საქმეს და ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ერს ეკადრება.
რამდენიმე კვირაში ჩვენ ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი, რაც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება. სულ მალე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ ევროპის ქვეყნებში მიმოსვლას, რაც გაუადვილებს ჩვენს ხალხს ევროპაში მყოფ ახლობლებთან ურთიერთობას, გაუდვილებს ჩვენს ახალგაზრდებს სასწავლებლად წასვლას, ჩვენს მეწარმეებს თვიანთი ბიზნესისა და პროდუქციის გატანას უცხოეთში და ამით უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ბაზარზე ქართულ პროდუქტს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები