კოდუა ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაჰყავთ

   ირაკლი კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის ცენტრალური საავადმყოფოდან ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ახლობლების ინფორმაციით, დავით კოდუას ე.წ. არამიანცში გამოკვლევები და სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩაძე უცნობი პირები ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან“ გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები