პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

“კვირას” ინფორმაციით, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. ჩვენი წყაროს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებული პირები ახმედ ჩატაევის თანამზრახველები არიან. სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. “კვირა” დეტალების დაზუსტებას ცდილობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაგაცნობთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები