ავღანეთში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
სამართალდამცველების განცხადებით, ტერორისტული თავდასხმის მიზეზი გაურკვეველია.
როგორც პოლიციელები აცხადებენ, თვითმკვლელი ტერორისტი მთავარ გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც ასაფეთქებელი ნივთიერება გაააქტიურა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა.
ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, ტერორისტულ თავდასხმებს ხშირად სამართალდამცველებზე ახორციელებენ. ინფორმაციას გამოცემა „abcnews.go.com“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები