დავით კოდუა სალონში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა

   ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სალონში მცირეწლოვან შვილთან და ბავშვის ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ „კვირას“ სალონ „ლედი შარმის“ ადმინისტრატორმა განუცხადა. მისი თქმით, კოდუას ვაჟს თმებს აჭრიდნენ, როდესაც ბიზნესმენს ტელეფონით დაურეკეს, რის შემდეგაც ის შენობიდან გავიდა.
„დავით კოდუა ძირს ეგდო და მას ორი თუ სამი პირი სცემდა. ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, სასწრაფო – სამედიცინო დახმარება გამოვიძახე. ბავშვი ძიძამ სახლში წაიყვანა. სასწრაფომ კი კოდუა საავადმყოფოში გადაიყვანა“, – განაცხადა სალონის ადმინისტრატორმა.
აბაშიძის ქუჩაძე უცნობი პირები ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ნაშუადღევს მოახდა. დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო დახმარება უტარდება. როგორც „კვირას” რკინიგზის საავადმყოფოში განუცხადეს, დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები