ბარნაულში, ქალის ცხედარი 2 საათი მაღაზიის სალაროსთან ეგდო

ციმბირში, ქალაქ ბარნაულში ადგილობრივი საავადმყოფოს მედდა სუპერმარკეტში შევიდა, სადაც შეუძლოდ გახდა. რუსული მედია იუწყება, რომ მაღაზიის თანამშრომლებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მაშინვე გამოიძახეს, მაგრამ მედიკოსები მხოლოდ 2 საათის შემდეგ მოვიდნენ. იმ მომენტისთვის კი ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო.
მთელი ეს დრო, გარდაცვლილის ცხედარი იატაკზე, სალაროს წინ იყო მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მარკეტის თანამშრომლებმა ქალს ქურთუკი გადააფარეს და მუშაობა გააგრძელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები