ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი ბაღებში გადასახადის შესაძლო შემოღებაზე: პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია

პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია – ასე უპასუხა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ შეკითხვას – რამდენად მოსალოდნელია, რომ საბავშვო ბაღები კვლავ ფასიანი გახდეს.

“პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, თვითმმართველობის აღმასრულებელი რგოლი ვართ. შესაბამისად, რა საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდება, აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას. კანონი დგას ჩემ აზრზე მაღლა. აქედან გამომდინარე, რა ცვლილებებიც განხორციელდება კანონმდებლობაში, ჩვენ აღვასრულებთ. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, თანხები სხვადასხვა წელს სხვადასხვაა. თუმცა, ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია მომავალ წელსაც. ბაღების მშენებლობის კუთხით, თავისთავად, ხარჯები იზრდება,”- განაცხადა კახა გვანცელაძემ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ნედლი იდეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.
შესაბამისი განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები