დონბასში უკრაინის ძალოვანი სტრუქტურის ხუთი წევრი დაიღუპა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დობნასში 5 ადამიანი დაიღუპა და 12-მდე ადამიანი დაიჭრა. როგორც ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელმა ვასილ კრუტოვმა განაცხადა, ხუთივე დაღუპული უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების წევრია.
“მოწინააღმდეგეთა მხრიდან დაღუპულთა შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ დაღუპულები ტერორისტებს შორისაც არიან”, – განაცხადა კიევში გამართულ ბრიფინგზე ვასილი კრუტოვმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაცია15 აპრილს დაიწყეს, გუშინ კი ოპერაცია კრამატორსკსა და სლავიანსკში განაახლეს.