პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ კონსტანტინ ერნსტმა თვითმკვლელობა სცადა

   რუსეთის პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ ერნესტმა თვითმკვლელობა სცადა, -ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ვებგვერდზე “newsstreet.ru со” გამოქვეყნდა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით უცნობი წყარო იუწყება. მისი თქმით, 2014 წლის 30 აპრილის ღამეს პირველი არხის გენერალურ დირექტორს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და ალექსეი მილერთან, რის შემდეგაც სახლში გაღიზიანებული დაბრუნდა და საკუთარ კაბინეტში ჩაიკეტა. რამდენიმე ხნის შემდეგ მისმა თანამცხოვრებმა ლარისა სინელშიკოვამ გასროლის ხმა გაიგო.
კონსტანტინ ლვოვიჩი ჰოსპიტალიზებულია ფედერალურ სახელმწიფო-საბიუჯეტო დაწესებულება „კლინიკურ საავადმყოფოში“, მას ცეცხლსასროლი იარაღით ენასა და ლოყაზე მიყენებული აქვს ჭრილობა და უგონოდ იმყოფება. პირველი არხის პრესსამსახურს და ექიმებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები