შვედეთის ქალაქ მალმოში საპროტესტო აქციები გაიმართა

შვედეთის ქალაქ მალმოში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი სკოლის მოსწავლის გაუპატიურების ფაქტს აპროტესტებენ და მთავრობას მოუწოდებენ, რომ კანონი გაუპატიურების მიმართ გაამკაცრონ და დამნაშავეების მიმართ სასჯელის ზომა გაზარდონ.
ახალგაზრდების ჯგუფმა, ქალაქის ცენტრში 17 წლის სკოლის მოწავლე გოგონას, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი სექსუალურად იძალადეს.
აქციაში მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, რომ „ხალხმა უზარმაზარი რეაგირება მოხდინა, მაგრამ რაიმე პასუხი ან რეაგირება პოლიტიკური მოღვაწეებისგან, არ მიგვიღია“.
საპროტესტო აქცია 1 კვირის წინ დაიგეგმა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ფიჯის საქმეში“ ბრალდებულის მიმართ, ზოგიერთი ბრალდება გამართლდა.
შვედმა სამართალდამცველებმა გოგონებსა და ქალბატონებს მოუწოდეს, რომ ქალაქში მარტო სიარულისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები