ფილმ „Ocean’s 8”-ის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოვიდა (ვიდეო)

ერთწლიანი მოლოდინის შემდეგ, ფილმ „Ocean’s 8”- ის თრეილერი უკვე გამოვიდა, სადაც მონაწილეობას ისეთი ცნობილი მსახიობები იღებენ, როგორებიცაა : რიანა, სანდრა ბალოკი, ქეით ბლანქეტი, სარა პოლსონი, ჰელენა ბონამ კარტერი, ანა ჰეითვეი, მინდი კეილინგი და აკვეფინა.
ფილმის მთავარი სამიზნე, ანა ჰეითვეის პერსონაჟია, რომლის ყელსაბამის ღირებულება 150 მილიონ დოლარს შეადგენს.
ფილმის მიხედვით, რიანა პროფესიონალი და მიზანდასახული „ჰაკერია“, რომელიც „8 Ball“-ის მეტსახელითაა ცნობილი.
რაც შეეხება ფილმის მამაკაც მსახიობებს, მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ჯორჯ კლუნი, მეთ დეიმონი, ბრედ პიტი, დონ ჩედლი.
ფილმის პრეზენტაცია 2018 წლის 8 ივნისს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები