ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი და საფლავი გვირგვინით შეამკეს
ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელები, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი მებრძოლები და ყოფილი თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი, ტარიელ შარიფაშვილის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკში იმყოფებოდნენ.
გმირის მეუღლესთან და ქალიშვილ თამარ შარიფაშვილთან ერთად, გვირგვინით ჯერ გმირის ბიუსტი, შემდეგ კი საფლავი შეამკეს.
ტარიელ შარიფაშვილი ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაური, შემდგომ საპატიო მეთაური 33 წლის ასაკში – 1993 წლის 25 სექტემბერს, აფხაზეთში სოხუმის დაცვისათვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენოსანს, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილს დღეს 57 წელი შეუსრულდებოდა.