პრემიერი: დანამატების მანკიერი სისტემა მემკვიდრეობით მივიღეთ

დანამატების მანკიერი სისტემა ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ 15 სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 71 თანამდებობის პირზე 1 წლის განმავლობაში 5 101 776 ლარი გაიცემა. აქედან 50% სარგოა, 45% დანამატი, ხოლო 5% პრემია.

„მე ვერანაირ თეორიულ შანსსაც ვერ ვხედავ, რომ მომავალ წელს რამე შეიცვალოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

„წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად არეგულირებს ანაზღაურების საკითხს, ზღუდავს დანამატებს, პრემიებს და ჯილდოს. რეგულირებადი ხდება ეს საკითხი და არის წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება რესტრუქტურიზაციის შედეეგად რამდენი ადამიანი იქნება და ვინ დარჩება უწყებაში, ეს წინასწარ არ ვიცით. სანამ ახალი მინისტრი არ შევა სამინისტროში, გაერთიანებულ უწყებაში, სანამ არ ჩაატარებს დეტალურ გასაუბრებას, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ დეტალური გეგმა დავდოთ, რა სტრუქტურა იქნება და რამდენი ადამიანი იმუშავებს? – ეს არის დაუსაბუთებელი, უსაბუთო კრიტიკა და ამას ვერ გავიზიარებ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები