“ხელვაჩაურში თვითდაზიანების შედეგად დაშავებული 17 წლის მოზარდი “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა”

ხელვაჩაურში თვითდაზიანების შედეგად დაშავებული 17 წლის მოზარდი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა, – ამის შესახებ მოზარდის მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, დაშავებული ნაკლებად კომუნიკაბელური იყო.

“მასთან ვმეგობრობდი. ურთიერთობაში გახსნილი და მოლაპარაკე არ ყოფილა. ის „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა. თვითონ ამბობდა, ვთამაშობდი, მაგრამ ახლა აღარ ვთამაშობო. ხელზე დანით მიყენებული ნაკაწრები ჰქონდა, რაც სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორმაც შეამჩნია”, – განაცხადა დაშავებულის მეგობარმა.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, სანადირო თოფით თვითდაზიანება ორი დღის წინ, სახის არეში მიიყენა. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები