უფლებადამცველის პროგნოზი: კვირიკაშვილი პრეზიდენტად, გახარია პრემიერ-მინისტრად

უფლებადამცველმა სოფიო ხორგუანმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

ხორგუანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტია, ხოლო შს მინისტრი გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
„როდესაც ერთი წლის წინ ვამბობდი, რომ კახა კალაძე იქნება მერობის კანდიდატი და კარგი იქნება თუ პრემიერი გახდება გიორგი გახარია და პრეზიდენტობის კანდიდატი, _ გიორგი კვირიკაშვილი, ეს მოცემულობა იყო, იმიტომ რომ, გასაგები იყო, სამი ლიდერი ერთად, ერთმანეთის დაქვემდებარებაში დიდხანს ვერ გაჩერდებოდა, ასე უკეთესი იქნებოდა როგორც საქმისთვის, ისე ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ კონკურენტიანი აპოლიტიკური ველი გვექნება, სადაც გვეყოლება ძლიერი მერი, ძლიერი პრემიერი და პრეზდიენტი, რომელიც რაღაცა ტიპის ბალანსს დაიჭერს ამ ორს ადამიანს შორის“,- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
უფლებადამცველი არ ეთანხმება იმ გავრცელებულ ინფრომაციას, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები კვლავ მოსალოდნელია.
„ჩვენ ვნახეთ არჩევნების შემდეგ ორი ცვლილება, რომელიც აუცილებელი და ძალიან საჭირო იყო, ეს იყო განათლების მინისტრის შეცვლა. შესაბამისად, დღეს გვყავს აკადემიური განათლების მინისტრი, რომელიც მეტად სერიოზულად ეკიდება საქმეს, ვიდრე მისი წინამორბედი. მთავარია, რომ სახელმწიფოს ის დამოკიდებეულება, რომ განათლება არის პრიორიტეტი, არ დარჩეს მხოლოდ განცხადებად, ეს გამოჩნდეს საქმეში და ეს კონკრეტული რეფორმით, ყველამ დავინახოთ.
მეორე ცვლილება – შინაგან საქმეთა სამინისტროში აუცილებელი იყო ცვლილება, ეს იყო ძალიან ნათელი და ჩანდა, სისტემას სჭირდებოდა ცვლილება. დღეს ვუსმინდე შს მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში, მან გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები, არ შეეშინდა და ზუსტად იმ პრობლემებსა და კრიზისების შესახებ ისაუბრა, რაც მის უწყებაში არსებობს. მან აღნიშნა, რომ მთავარი მიმართულების სასწრაფო რეფორმირება მომდევნო წლის თვეებიდან უკვე დაიწყება“, – აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები