მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

15 წლის მოზარდი, რომელიც გუშინ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში დანით დაჭრეს, ოპერაციის შემდეგ პალატაში გადაიყვანეს.

როგორც „კვირას“ გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურად მძიმეა.

თუმცა, კლინიკაში აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნაშუადღევს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში 15 წლის მოზარდი დანით დაჭრეს და გ.ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, მას მკერდის არეში დანით 4 ჭრილობა აღენიშნებოდა. პაციენტს გუშინვე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

15 წლის მოზარდი კერძო სკოლა „ოქროს აკვანის“ მეათეკლასელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები