ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანას გადაადგილებისას საბურავი მოძვრა და ტროტუარზე მყოფ 15 წლის მოზარდს დაეჯახა.

იგი მრავლობითი დაზიანებებით ლანჩხუთში, კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები