შვეიცარიამ უკრაინელი და რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შვეიცარიამ უკრაინელი და რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, რომელიც ძალაში 2 მაისს შევიდა.
“შავ სიაში” 10 რუსი და 5 უკრაინელი მაღალჩინოსანი მოხვდა, მათ შორის არიან: რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკი, რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ყირიმში ოლეგ ბელავენცევი, სევასტოპოლის გუბერნატორი სერგეი მენიაილო, რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი ლუდმილა შვეცოვა, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი სერგეი პურგინი და სხვა ოფიციალური პირები. სანქციების თანახმად, “შავ სიაში” მოხვედრილ პირებს შვეიცარიაში შესვლა აეკრძალებათ და ფინანსურ ოპერაციებზე შეზღუდვები დაწესდათ.