ავღანეთში 2100 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბადახშანის პროვინციაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, 2100-მდე ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ “როიტერი” იუწყება. ტრაგედია პარასკევს მოხდა. “სულ 300 ოჯახი – 2100 ადამიანი დაიღუპა”,- განაცხადა პროვინციის გუბერნატორის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შაზა ვალიული ადიბამ.
გაეროს განცხადებით, ტრაგედიის გამო ოთხი ათას ადამიანზე მეტი სახლის გარეშე დარჩა. ბადახშანის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რეგიონში მეწყერი შეიძლება განმეორდეს. ძლიერი წვიმა არ წყდება. დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი ევაკუირებულია.