სლავიანსკში სეპარატისტებმა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს
ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტებმა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს. ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებთან ერთად ასევე გათავისუფლებულია 5 უკრაინელი ოფიცერი. ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა გათავისუფლების შესახებ სლავიანსის თვითგამოცხადებულმა მერმა ვიაჩესლავ პონომარიოვმა განაცხადა. სლავიანსკში სეპარატისტებმა ეუთოს დამკვირვებლები მძევლად 25 აპრილს აიყვანეს, რომლებიც ადგილობრივი უშიშროების სამსახურის შენობაში ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი, შვეიცარიელი თომას იოჰანსონი სეპარატისტებმა 27 აპრილს გაათავისუფლეს.