კახა კალაძე: თბილისში გარევაჭრობა მხოლოდ საახალწლო პერიოდში, მერიისგან გამოყოფილ ადგილებზე დაიშვება
თბილისში გარევაჭრობა მხოლოდ საახალწლო პერიოდში დაიშვება და მხოლოდ მერიისგან გამოყოფილ ადგილებზე.
შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
“ყველა რაიონში არის კონკრეტული ადგილები გამოყოფილი გარევაჭრობისთვის, რომ ამ ადამიანებმა გაყიდონ თავიანთი პროდუქტები. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებულად. ამისთვის არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, რომ სხვა ადამიანებს არ შეეშალოთ ხელი. მესმის, რომ წინასაახალწლო პერიოდია, უამრავი ადამიანია გამოსული, მაგრამ მითითებულ ადგილებზე უნდა მოხდეს გარევაჭრობის მოწყობა და გამართვა. ეს ეხება მხოლოდ საახალწლო პერიოდს. სხვა შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები კანონის ფრგლებში იმოქმედებენ” – განაცხადა თბილისის მერმა.