ადრიანა ლიმა და მარკო იარიჩი შორდებიან

   კალათბურთელი მარკო იარიჩი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა ერთმანეთს შორდებიან. ისინი  5 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად და ყველაზე მიმზიდველ წყვილად ითვლებოდა, თუმცა, როგორც უცხოური მედია იუწყება, მათი სიყვარულის ისტორია დასრულდა. წყვილს დაშორების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას. მათივე თქმით, ისინი მეგობრებად დარჩებიან. მათ ორი ქალიშვილი –  ვალენტინა და სიენა ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები