ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ გარკვეული პირები კვლავ დაიბაროს

არ არის გამორიცხული, გამოძიებამ კიდევ დაკითხოს გარკვეული პირები, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 51-ე სკოლასთან ორი მოზარდის მკვლელობის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
“ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამოვრიცხავთ, რომ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდეს როგორც სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვაზე დაბარება, ისევე ნებისმიერი იმ პირის დაბარება, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები