თეა წულუკიანი პრემიერის შესაძლო გადადგომის საკითხზე: ამ სპეკულაციებს სერიოზულად არ განვიხილავ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომას სპეკულაციად აფასებს.
„პრემიერის გადადგომის საკითხს, მე ამ სპეკულაციებს, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ განვიხილავ, იმიტომ, რომ ჩემს მაგალითზე ვიცი, რომ 5 წლის განმავლობაში იგივე ავტორებმა სპეკულაციების, მეც ბევრჯერ მომხსნეს, მაგრამ ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები