ნატალია ვადიანოვა დედა გახდა
ცნობილი მოდელი ნატალია ვადიანოვა გუშინ დედა გახდა. ჩვილი გამთენიისას დაიბადა. მისი წონა 4,2 კილოგრამია, ხოლო სიმაღლე – 55 სანტიმეტრი. მას მაქსიმი დაარქვეს.
“მე და ჩემი შვილი თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის. მეც ყველა ქალს ვულოცავ, ვინც ჩემს მდგომარეობაში იმყოფება. ისიამოვნეთ ყოველი წუთით”, -განაცხადა ნატალიამ.
ნატალია უკვე მეოთხე შვილის დედა გახდა.