კახაბერ მახათაძემ მეწყრის შედეგად დაზიანებული უბნები დაათვალიერა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ სოფელ ძირულისა და პატარა განთიადის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერი გასულ კვირას, უხვად მოსული ნალექის გამო ჩამოწვა, დასახლებული უბნები კი საავტომობილო გზის გარეშე დარჩა.
ზესტაფონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალური ტექნიკის დახმარებით, ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა, რასაც პირადად ადევნებდა თვალყურს მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე. გზის გაწმენდის სამუშაოები ამჟამად სოფელ შროშაში, ე. წ. ბაჭას ბოგირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გზის სავალი ნაწილი, ასევე ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა. მუნიციპალური ტექნიკა დასახლებაში მუშაობას ხვალ დილიდაან განაახლებს, მეწყრის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები კი, რამდენიმე დღეში დასრულდება.