ყალბი „ინვოისების“ დამზადებისთვის ორი პირი დააკავეს

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი „ინვოისების“ დამზადების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამოყენების დროს მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე, ორი პირი – ზაზა ვანიძე და არჩილ გოჩაძე დააკავეს.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით, სხვადასხვა დასახელების საქონლის გადმოტანისას მისი საბაჟო ღირებულების შემცირების მიზნით, ყალბი ინვოისები დაამზადეს. მათ ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, გაფორმების ეკონომიკურ ზონა “ბათუმის გეზ”-ში საქონლის დეკლარირება მოახდინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები