პაკისტანში ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში, მეთოდისტურ ეკლესიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა.
ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ქუეტაში მდებარე ეკლესიაში, იმ დროს, როცა იქ მლოცველები იყვნენ შეკრებილნი რამდენიმე ტერორისტი შეიჭრა. სამხედროებმა მათი შეჩერება შეძლეს, თუმცა ერთ–ერთმა მათგანმა თავის აფეთქება ეკლესიის შესავლელში მოასწრო. როგორც პაკისტანის ამ რეგიონის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, საბედნიეროდ ტერორისტების შეჩერება მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასობით ადამიანი დაიღუპებოდა.
ერთი ტერორისტის ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა შეძლეს, ორმა კი გაქცევა მოახერხა. ამ დროისთვის მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.
ტერაქტზე პასუხისგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკვე აიღო.
პაკისტანში მუსულმანებზე ტერორისტული შეტევები ხშირია, თუმცა ბოლო დროს ქრისტიანული უმცირესობაზე თავდასხმების გახშირების გამო, სამხედროები ქუეტას ეკლესიას ხალხმრავლობის დროს იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები