ნინო გიორგობიანი: ჩვენი დროის გმირის ოჯახს კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას

“ჩვენი დროის გმირის ოჯახს კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას, მათ მუდამ ეცოდინებათ, რომ არასდროს მივატოვებთ”, -ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახისთვის ბინის გადაცემასთან დაკავშირებით წერს.
შესაბამის პოსტს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ვიცი, ბევრს გაგახარებთ, თანაც ბარბარობა დღეს. ჩვენი გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადავეცით. გოლაშვილების ოჯახი დღეიდან ახალ ბინაში იცხოვრებს, რომელიც მათთვის ფონდმა “ქართუმ” შეიძინა. ჩვენ კი ყოველთვის გვემახსოვრება ივანე გოლაშვილი და მისი თავგანწირვა. ჩვენი დროის გმირის ოჯახს კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას, მათ მუდამ ეცოდინებათ, რომ არასდროს მივატოვებთ“, – წერს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები